თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა.ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ.
“ამერიკის აღმოჩენდამდე, – წერდა ერთ-ერთიისტორიკოსი,- თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არარსებობდა. პირველად აბორიგენებმა თამბაქო კოლუმბსშესთავაზეს”.
თამბაქოს დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილებიაქვს. მისი სამოცამდე სახეობა არსებობს და მათგან მხოლოდორია ძირითადი _ ნიკოტინიანი ტობაკუ და ნიკოტინიანირუსტიკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა დღესმსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული. ნიკოტინიანირუსტიკა კი ძირითადად ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკისაღმოსავლეთში ხარობს.
თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. იგი ამერიკიდანევროპაში XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისშიშემოიტანეს. პირველად დეკორატიულ და სამკურნალო მცენაედმოაშენეს. რუსეთში თამბაქო XVII საუკუნის დასაწყისშიგავრცელდა. საქართველოში კი XVII საუკუნის ბოლოს და XVIIIსაუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს გახლდათ დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხიანი თამბაქო კი XIX საუკუნისპირველ ნახევარში გავრცელდა.
პირველად კოლუმბმა თამბაქო საფრანგეთში შეიტანა.მსუბუქი ყოფაქცევის ფრანგი ქალები აღმოჩნდნენ პირველები,რომლებმაც სიგარეტი დააგემოვნეს. სწორედ თამბაქოსექსპორტმა გადაარჩინა ჯეიმსტაუნი, მკვიდრი ინგლისელებითდასახლებული პირველი ქლაქი ჩრდილოეთ ამერიკაში. კოლუმბიფრანგებს მოუყვა, როგორ დახვდნენ აბორიგენები თამბაქოსფოთლებით ხელში.
თამბაქოს ისტორია კიდევ ორ სახელთანაადაკავშირებული. პირველი, როდრიგო დეჯირეზი, ღარიბიახალგაზრდა იყო. თამბაქოს წევა ევროპაში პირველმა მანდაიწყო. როდესაც პორტუგალიის სამღვდელოებამ დაინახა, როგორ უშვებდა კვამლს როდრიგო ცხვირ-პირიდან,ეშმაკეულად ჩათვალა. ის დააპატიმრეს და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს. ამ ხნის განმავლობაში მასბევრმა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თამბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული. მხოლოდ 1691 წლიდან დაიწყომისი ოფიციალურად გატანა მთელ ევროპაში.
მეორე ადამიანი, რომლის სახელთანაც თამბაქო ასოცირდება, ფრანგი ჟან ნიკო გახლავთ. იგი საფრანგეთისსამეფო კარმა ქორწილის ორგანიზებისთვის ლისაბონში გაგზავნა. სწორედ იქ შეიტყო მან თამბაქოს სამკურნალოთვისებების შესახებ და მცენარე დედოფალ ეკატერინე მედიჩის გაუგზავნა, რომელსაც შაკიკი სტანჯავდა. თამბაქომდედოფალს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ ეს მოსაწევი საფრანგეთშიც პოპულარული გახდა.
No comments:
Post a Comment