პროექტის შესახებ

 პროექტი ,, იყავი ჭკვიანი, არ დაიწყო..." მოწევა

                       
განხორციელდა ხიდისთვის საჯარო სკოლაში. პროექტში მონაწილეობდნენ ბიოკლუბის წევრები და საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლები: კერძოდ: ქიმიის მასწავლებელი თამარ მაისურაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან გოგინაშვილი. ასევე გორის უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ მშვიდობაძე.

პროექტის განხორციელება განაპირობა თემის აქტუალობამ. პრობლემა რეალურია და საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული სკოლის მოსწავლეებს შორის . თამბაქოზე დამოკიდებულება დღითიდღე იზრდება არა მარტო ბიჭების, არამედ გოგონების მხრიდანაც. რადგანაც მოზარდის ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია თამბაქოში შემავალი მავნე ნივთიერებები კიდევ უფრო დამღუპველად მოქმედებენ და სავალალო შედეგებს იწვევენ ბავშვებში.

პროექტის განცორციელებამდე ბიოკლუბის მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად ასაკობრივი თავისებურებების გავალისწინებით.
პირველი ჯგუფი – მერვე ა კლასი

მეორე ჯგუფი – მერვე ბ კლასი

მესამე ჯგუფი – მეცხრე კლასი

მეოთხე ჯგუფი – მეათე კლასი


მოსწავლეებთან ერთად შევადგინეთ პროექტის სამუშაო გეგმა:
 

მოსწავლეებს მიეცათ მოსაძიებლად ინფორმაცია თამბაქოს წარმომავლობის შესახებ

მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით მათ უნდა მოემზადებინათ პრეზენტაციები

დაიგეგმა კვლევითი სამუშაოების ჩატარება , რომელმაც რამდენიმე მიმართულება მიიღო:

ა) თითოეულმა მოსწავლემ აწარმოა 10 ადამიანის გამოკითხვა ანკეტების საშუალებით, საანკეტო კითხვები შედგენილ იქნა ერთობლივად, კითხვებში იყო ჩადებული საკითხები თუ რატომ დაიწყეს მოწევა, საიდან ჰქონდათ ყოველდღიური თამბაქოს საყიდელი თანხა, რა ასაკიდან ეწვიან სიგარეტს, საგანგაშო სიტუაცია აღმოჩნდა როცა მოსწავლეებმა მიუთითეს რომ მოწევა 5–6 წლის ასაკიდან დაიწყეს.

ბ) კვლევების მეორე ნაწილი ჩატარდა მაღაზიაებში, სადაც მოსწავლეები ადგენდნენ ყველაზე იაფფასიანი და ძვირადღირებული თამბაქოს ნაწარმს და ასევე იკვლევდნენ ყველაზე გაყიდვად პროდუქციას. აღმოჩნდა რომ ძვირადღირებული პროდუქცია ნაკლებად მოთხოვნად იყო და მოსახლეობა უფრო საშუალო და დაბალი ფასიანი პროდუქციის მომხმარებელი იყო.

გ) კვლევების მესამე ხაზი – ოჯახებში ჩატარდა. აქ ბავშვებმა დაადგინეს ოჯახების ბიუჯეტი , ყოველწლიური შემოსავალი და აქედან თამბაქოზე დახარჯული თანხის ოდენობა, რაც პროცენტული გათვლებით საკმაოდ დიდ რიცხვზე ადიოდა.

 მოსწავლეებმა გამოაცხადეს სასკოლო მასშტაბით კონკურსი, ,,იყავი ჭკვიანი, არ დაიწყო... მოწევა". სთხოვეს მთელი სკოლის მოსწავლეებს საკონკურსოდ შეექმნათ თამბაქოს საწინააღმდეგო სლოგანები, პოსტერები, ნახატები.

ასევე გამოცხადდა თამბაქოს საწინააღმდეგო ვიდეორგოლების კონკურსი.

პროექტის დასასრულს მოეწყო სკოლაში პროექტის კვირეული 

დღე – სლოგანების, პოსტერების, ნახატების გამოფენა

დღე – ჯგუფების მიერ მომზადებული პრეზენტაციების წარდგენა

დღე –კვლევის შედეგების გაცნობა, საჩვენებელი ექსპერიმენტის წარმოდგენა

დღე– საკონკურსო ვიდეორგოლების წარდგება

დღე– გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება

ნომინაციები:

საუკეთესო ჯგუფი: პრეზენტატორები VIII ა

საუკეთესო ჯგუფი: კვლევის შედეგებით VIII ბ

საუკეთესო ჯგუფი: ვიდეორესურსებით IX

საუკეთესო ჯგუფი: დიდი პოსტერის ავტორები X

ინდივიდუალური ნომინაციები:

საუკეთესო პატარა პოსტერის ავტორი – ლელა კატაპარიაშვილი

საუკეთესო დიდი პოსტერის ავტორი – იზა ბითაძე

საუკეთესო სარეკლამო რგოლის ავტორი – გიორგი ტლაშაძე

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წიგნებითა და ბლოკნოტებით.

ნომინაციების გამოვლენაში აქტიურად მონაწილეობდნენ საბუნებისმეტყველო კათედრის ქიმია –ბიოლოგიის მასწავლებლები: თ. მაისურაძე და ქ. გოგინაშვილი. პროექტის მიმდინარეობას აკვირდებოდა დირექტორის მოადგილე.

 
 
 

 


No comments:

Post a Comment